Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში

„განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში” (HEAL, 101129331) ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის Strand 1 ლოტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება და მას თანამშრომლობას უწევს სამი საერთაშორისო და სამი ადგილობრივი პარტნიორი უნივერსიტეტი: სამედიცინო მეცნიერებათა პოზნანის უნივერსიტეტი (პოლონეთი), სტამბულის აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი), სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი), ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო).

პროექტის ძირითადი ამოცანებია: (1) თბილისის, იმერეთისა და აჭარის რეგიონების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სტომატოლოგიის პროგრამების სასწავლო გეგმების მოდერნიზება არსებული სასწავლო კურსების განახლებითა და ახალი კურსების შემუშავებით; შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური სერვისების ხარისხიანი მიწოდების მიზნით მათში თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაძლიერება უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით; (2) საქართველოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პრაქტიკული მომზადება/გადამზადება; (3) თბილისის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში პრაქტიკოსი სტომატოლოგების უწყვეტი განათლების (LLL) შესაძლებლობებით უზრუნველყოფა სპეციალური სასწავლო მოდულების შემუშავებითა და შეთავაზებით; (4) შშმ პაციენტებსა და მათ მომვლელებს შორის ცნობიერების ამაღლება პირის ღრუს ჯანმრთელობისა და სტომატოლოგიური სერვისების მნიშვნელობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს.